LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს

237
befunky-collage-2024-03-21t231518.073-2024-03-21_23-48-52_737149

„დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა.

ისტორიული მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ესწრებოდნენ.

პირველ ტაიმში ანგარიში 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გოლით გაიხსნა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის შემდეგ პირველად ითამაშა ჯაბა კანკავამ, რომელმაც გუნდში 101-ე მატჩი ჩაატარა.

ამ გამარჯვებით ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს 26 მარტს დაუპირისპირდებიან.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

„ევრო 2024“-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანია უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ისტორიული მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ „დინამო არენაზე“ ჩემპიონის ქამარი წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g