ეროვნული ბანკი დოლარის შესყიდვას განაგრძობს. ამჯერად, დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე, სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6648 შეადგინა.
