LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა

110
erovnulii

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1186 შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

რაც შეეხება გაცვლით კურსს, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1189 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1228 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი კი 3.6098 ლარი გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6409 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0311 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები