საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას 10 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტი წარუდგინა. ბანკნოტის წინა მხარეს აკაკი წერეთელი და მისი ლექსი “გაზაფხული” არის გამოსახული.
10-ლარიანის უკანა მხარეს, ისევე როგორც წინა ბანკნოტზე, კვლავ დავით კაკაბაძის “იმერეთი დედაჩემია” წარმოდგენილი.
ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში 1 ოქტომბრიდან ჩაეშვება.