LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთი ვერსიით, ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლება გელათის საკითხს უკავშირდება: “საყდრისის კომიტეტი”

125
Untitled design (7)

“მოვუწოდებთ კულტურის მინისტრს, გამოიჩინოს გამბედაობა, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი და გელათის, ხელოვნების მუზეუმისა და ქართული საგანძურის ბედით დაინტერესების პარალელურად, დაიწყოს საყდრისის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესწავლა”, – “საყდრისის კომიტეტი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმიანება.

არსებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა

როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლება გელათის საკითხს უკავშირდება:

“21 აპრილს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. აქამდე უცნობია რა გახდა ამ საკადრო გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობიდან გათავისუფლება გელათის საკითხს უკავშირდება.

ვინაიდან ეს გადაწყვეტილება “საყდრისის კომიტეტისთვის” ქმნის სრულიად ახალ მოცემულობას, მოვუწოდებთ კულტურის მინისტრს, გამოიჩინოს გამბედაობა, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი და გელათის, ხელოვნების მუზეუმისა და ქართული საგანძურის ბედით დაინტერესების პარალელურად დაიწყოს საყდრისის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესწავლა.” – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე თანამდებობიდან გადადგა.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანთიძის განცხადება წასვლის თაობაზე, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

magti 5g