LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ ნამღერზე ჩავწერე და ყველა დაიშოკა… ალბათ, გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიდე…“ – გია სურამელაშვილი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

346
რადიო

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში გია სურამელაშვილის სიმღერის „აღარ დაგელოდები“ პრემიერა შედგა.

გია, მოგვიყევი სიმღერაზე „აღარ დაგელოდები“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ტექსტი ჩემია.

არავის აღარ დაველოდოთ, ცხოვრება გრძელდება, აღარ გვეტკინოს გული, აღარ ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, ვინც გვატკინა. წასასვლელი წავიდეს და ჩვენ გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ მოსასვლელია, ისევ დაბრუნდება, თუ ღირსია, დავიბრუნოთ თუ არადა, არ დავიბრუნოთ.

საოცარი პროდუქტიულობით გამოირჩევი, ყოველთვის გვანებივრებ ახალი სიმღერებით, სად პოულობ ამდენ შთაგონებას?

ძალას მმატებს ჩემი ამდენი წლის მსმენელი, ცოტა არ არის, რომ 35 წელი სცენაზე იდგე და მაყურებელი მოგყვებოდეს. ეს არის ზუსტად დიდი ბედნიერება. ნებისმიერი მომღერალი პროდუქტს, რა თქმა უნდა, მსმენელისთვის ქმნის და მე საოცრად ბევრი მსმენელი მყავს და უღრმესი მადლობა მათ. იმედია, მოიწონებენ ამ სიმღერას.

სიმღერაზე ვიმუშავე მარიკა ქაცარავასთან, რომელიც გავაოგნე. ერთ ნამღერზე ჩავწერე და ყველა დაიშოკა, ასეთი არაფერი გვინახავს, საათობით წერენ ხოლმე მომღერლებიო. არ ვიცი, ალბათ, გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიდე.

გია სურამელაშვილი – აღარ დაგელოდები

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები