LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ თვეში ევრო რეგულარის ფასი 2 ლარის ფარგლებში იქნება” – ლევან დავითაშვილი

153
ბენზინი

ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, კვირის ბოლოს საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. როგორც ლევან დავითაშვილმა “რუსთავი2-ის ეთერში აღნიშნა, დაახლოებით ერთ თვეში ევრო რეგულარის ფასი 2 ლარის ფარგლებში გახდება.

“ჩვენი მოლოდინია, ევრო რეგულარის ფასი ორ ლარს ჩამოსცდეს, ეს აბსოლუტურად რეალისტურია. ყოველ კვირა იქნება ფასების გაიაფება. ჩვენი მოლოდინია, საწვავი ამ კვირის ბოლოს კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. მოსახლეობას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა რატომ არა მყისიერად? – იმიტომ, რომ სხვადასხვა დროს შემოტანილი მარაგები სხვადასხვა ფასისაა და ეს რა თქმა უნდა ეტაპობრივად აისახება. 1 თვის ფარგლებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფასი იქნება 2 ლარის მიდამოებში.

თუ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლება გაგრძელდა და ჩვენს იმპორტიორებს საშუალება ექნებათ უფრო იაფი საწვავის შემოტანის, შეიძლება კიდევ უფრო გაგრძელდეს ფასების კლება,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“შეგვპირდნენ, რომ საწვავზე ფასს კიდევ უფრო მეტად დააკლებენ… მთავრობას ნებისმიერ დროს აქვს ბერკეტები, რეგულაციები” – ღარიბაშვილი ბიზნესს აფრთხილებს

როდიდან და რამდენი თეთრით გაიაფდება საწვავი – ეკონომიკის მინისტრის პროგზონი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g