LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი, რაც სალომეს შეუძლია არის ის, რომ ივანიშვილს ცხოვრება ოდნავ გაურთულოს – თამარ ჩერგოლეიშვილი

339
ბიძინა სალომე ჩერგოლეიშვბილი

ივანიშვილის გარეშე სააკაშვილის გაშვებას ვერ შეძლებს ვერავინ, სანამ ივანიშვილს აქვს მიტაცებული ჩვენი სახელმწიფო, ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ვანიშვილმა თეორიულად შეიძლება გადაწყვიტოს სააკაშვილის გაშვება, თუ პირადად შეექმნება საფრთხე“.

„1. პრეზიდენტს კანონით შეუძლია მსჯავრდებულის შეწყალება – სპეციფიკურად მსჯავრდებულის.
2. სააკაშვილი ჯერ მსჯავრდებული არ არის:
ა) პიჯაკების (ცარიელ დარბაზში ტარდება სასამართლო)
ბ) 7 ნოემბრის
გ) საზღვრის კვეთის საქმეზე.
3. ერთადერთი, რაც სალომეს შეუძლია არის ის, რომ ივანიშვილს ცხოვრება ოდნავ გაურთულოს. რაზეც მიშა მსჯავრდებულია თუ შეიწყალებს და ივანიშვილი წინააღმდეგია, დანარჩენ საქმეებზე მისჯა მოუწევს – რაზეც ბრალდებულია.

4. ივანიშვილის გარეშე სააკაშვილის გაშვებას ვერ შეძლებს ვერავინ, სანამ ივანიშვილს აქვს მიტაცებული ჩვენი სახელმწიფო.

5. ქვეყნის ევროპული მომავლით და ეროვნული ინტერესებით ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ – მას ეს ქვეყანა კიდია და ეს ცხადზე ცხადია – თუ თვითონ არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება (ჩემთვის ძალიან ნაცნობი მეგალომანიაკალური დამოკიდებულებაა).

ეს არის წყალგაუვალი და ტყვიაგაუმტარი ფაქტები.

ახლა ლოგიკური ვარაუდები:

5. ივანიშვილმა თეორიულად შეიძლება გადაწყვიტოს სააკაშვილის გაშვება, თუ პირადად შეექმნება საფრთხე. ის თავს დასავლეთის მიერ სანქცირებულად მიიჩნევს. მისი ფინიების არაერთი წერილია ამის დასტური. ბევრი მანევრი არ არის დარჩენილი.
6. მცირე შანსია, მაგრამ ყველაზე რეალისტურად გამოიყურება, თუ საფრანგეთში მოხერხდა უმაღლესი რანგის ლიდერშიფის დარწმუნება, რომ ივანიშვილს პირადად დაელაპარაკონ – როგორც საფრანგეთის მოქალაქეს და ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლება მოითხოვონ.

7. ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილი ივაჭრებს. ამაში პოლიტიკურ შედეგს მიიღებს და აქ საინტერესოა სააკაშვილი პოლიტიკურად რას დაუთმობს.“. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს: აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ,  2007-ში სად იყვნენ?

პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე: რას ერჩოდნენ მიშას, რომ აქეზებდნენ? მისი ჩამოსვლა ორივე ძალას აწყობდა, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g