LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი რაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩვენ ვართ მათთვის მიუღებლები – საკლუბო სექტორის პროტესტი რეგულაციების წინააღმდეგ

81
ghamis-klubebi-w-h

საკლუბო სექტორის პროტესტი – ღამის კლუბების დამფუძნებლები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებენ აქციებს.

ისინი საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ ზარალზეც საუბრობენ, რომელიც ობიექტებმა გასწიეს.

კლუბ ”ბასიანის” დამფუძნებელი, ტატო გეთია ამბობს, რომ 17 დეკემბერს ჰქონდათ ღონისძიების ჩატარების ნებართვა, თუმცა ეს ნებართვა მოულოდნელად შეიცვალა.

“ყველამ ვნახეთ ის სქრინი, რომელიც მოიწერა შრომის უსაფრთხოების სამსახურმა, ბატონი ბექა ფერაძის დასტურით, რომ ჩვენ თქვენ გეუბნებით, რომ იშოვეთ შესაბამისი სახსრები, რომ თქვენი სივრცეები მოიყვანოთ არსებულ დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობაში და ამის საფუძველზე შეგიძლიათ გაიხსნათ. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველას მოგვიწია ამ სახსრების მოძიება, შესაბამისად, ამ სახსრების ინვესტირება და ამის საფუძველზე 17-ში გახსნა. შესაბამისად, ამის შემდეგ რაც ხდება, ამაზე რაიმე ლოგიკურ და რაციონალურ პასუხს სამწუხაროდ, ვერ გაგცემთ. ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვათ და დავასკვნათ, რომ ჩვენ ვართ მათთვის მიუღებლები,“ – ამბობს ტატო გეთია.

mazda magti 5g