LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

104
aladashvili

რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, 28 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მისი ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის დაზიანება აღენიშნება და მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. მისივე თქმით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„სულ 28 პაციენტი შემოვიდა. აქედან ერთი მძიმედაა. რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვით სუნთქვაზე. თავის ტვინის დაზიანება აქვს და ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა“, – აღნიშნა ექიმმა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ექიმის თქმით, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, შედარებით მსუბუქად არიან დაშავებულები და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები