LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია: ალადაშვილის კლინიკა

233
ალადაშვილის კლინიკა

ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმის, ნანა ჩხიკვაძის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, დიდუბის მახლობლად მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია.

მისივე განცხადებით, ოპერაციული ჩარევა საჭირო არ გამხდარა.

დიდუბეში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

„კლინიკაში შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 21 წლის მამაკაცი, რომელსაც დაეჯახა მატარებელი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. აღენიშნება მარჯვენა მტევნის არეში სისხლმდენი ჭრილობა. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგად ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა იმყოფება ჩვენი დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა ექიმმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები