კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გარდაცვლილ ფეხბურთელთან დაკავშირებულ დეტალებს “ტვ პირველის” ეთერში იხსენებს.
“გიორგის ერთი ჩვევა ჰქონდა, რომელიც უხდებოდა. სტადიონიდან რომ გადიოდა, სპეციალურად ისე დადგებოდა, რომ მწვრთნელიდან კოცნა მიეღო კისერში” -ამბობს ხეჩიკაშვილი.
“გამორიცხულია მას რაიმე კონფლიქტში მიეღო მონაწილეობა, მშვიდობის მტრედი იყო. სულ ვეუბნეოდი, როგორ გამოდიხარ მოედნიდან ასე, რომ არ ისვრებიო. ძალიან კოპწია იყო და მოწესრიგებული იყო.
ერთი ჩვევა ჰქონდა, რომელიც უხდებოდა. სხვას რომ გაეკეთებინა, შეიძლება დაეცინათ. სტადიონიდან რომ გადიოდა, სპეციალურად ისე დადგებოდა, რომ მწვრთნელის კოცნა მიეღო კისერში. ერთდაერთი ნაკლი ჰქონდა, რომ წვნიანი კერძი არ უყვარდა. მისი საყვარელი კერძი იყო შემწვარი კარტოფილი. მასთან მწვრთნელები რაზეც ჩხუბობდნენ ერთი ეს იყო, რომ ბევრ ენერგიას ხარჯავდა და ეჭამა. უნაკლო ბავშვი იყო” – ამბობს ხეჩიკაშვილი.