დღეს, 19 საათზე აქონდროპლაზიის წამლის შემოტანის მოთხოვნით აქცია ისევ გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელმა, ქეთევან ბეგიაშვილი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პროტესტი მანამ არ შეწყდება, სანამ ქვეყანაში ამ დიაგნოზისთვის სამკურნალო მედიკამენტი არ შემოვა:
„ეს ჩემი ძმაა - საბა... უამრავი დაჟინებული მზერისა და უაზრო წამოძახილების ატანა გვიწევდა, საბა ამას არასდროს აქცევდა ყურადღებას“ - რას წერს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბიჭის და
ანი ამინაშვილი წერს, თუ რა ვითარებაში უწევთ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე პირს არსებობა.
„კიდევ ბევრი უნდა მოვიდეს.. ამ ხალხს [ხელისუფლებაში] მარტო ბევრი ხალხის ეშინია, მაგრამ მინდა იცოდეთ, ერთი დედა ათას კაცს უდრის, არ გავჩერდებით, მივდივართ წინ, სანამ წამალი არ იქნება.“ – განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.