მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი მომღერლის, სელინ დიონის მეუღლის, რენე ანჟელილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. 52 წლის დიონმა მისი ხსოვნის საპატივცემულოდ „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გაავრცელა, რომელიც ორ ენაზე, ინგლისურად და ფრანგულად იყო დაწერილი.
„რენე, უკვე ხუთი წელი გავიდა… ერთი დღეც არ ყოფილა, რომ შენზე არ მეფიქრა. ჩვენ გვსურს, ისე როგორც არასდროს ხმა მოგაწვდინოთ, რათა გაგვიძღვე და დაგვიცვა. ჩვენს გულებში ცხოვრობ. გვიყვარხარ – სელინი, რენე-შარლი, ნელსონი და ედიე“, – წერს მომღერალი.
ცნობისთვის, სელინმა მეუღლე 12 წლის ასაკში გაიცნო. მალე რენე სელინის მენეჯერი გახდა. წყვილმა 1994 წელს იქორწინა. მათ სამი შვილი ჰყავთ.