LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი ერთზე, რინგზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ყოველთვის გალახავს მიხეილ სააკაშვილს და ეს ბევრჯერ უქნია“ – დავით ბერძენიშვილი

303
ბერძ მზა

„ბევრი ხელისუფლების გასტუმრებაში შევშველებივართ პოლიტიკურ პარტნიორებს და ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრებაშიც შევეშველებით,“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„არანაცური“ ოპოზიციის ამომრჩეველი ყველაზე მეტია ქვეყანაში, პლუს „ნაცები“ და პლუს გახარია. აი, ეს არის 50%-ს პლუს ერთის შანსი. ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა. ამას არ სჭირდება „ნაცებთან“ კონფრონტაცია.

2020 წელს არასახელისუფლებო მედიაში ამბობდნენ, რომ „ან „ქოცებს“ უქმნი კოალიციას, ან „ნაცებს“.

აღარ არის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი საპირწონე „ქართული ოცნების“.

ერთი-ერთზე, რინგზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ყოველთვის გალახავს მიხეილ სააკაშვილს და ეს ბევრჯერ უქნია.

ჩვენ ყველას ხომ გვეძახეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“? აგერ კობახიძემ თქვა, სავსეა „რესპუბლიკური პარტია“ უზრდელებითო.

რესპუბლიკურ პარტიაზე „სავსეა“ თქვა, თავისთავად სწორი არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკური ქონდრისკაცების შეფასებები ჩვენთვის არ არის არსებითი.

ბევრი ხელისუფლების გასტუმრებაში შევშველებივართ პოლიტიკურ პარტნიორებს და ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრებაშიც შევეშველებით. მოსვლაშიც შევშველებივართ და წასვლაშიც შევეშველებით. ზოგი ჩვენზე უფრო მეტად შეეშველება, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ეს არჩევნების გზით უნდა მოხდეს,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილი გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები.

ბერძენიშვილის თქმით, სავარაუდოდ, ნიკა მელია პარტიას დატოვებს, ხალხსაც გაიყოლებს და სწორედ ამის პრევენცია იყო სააკაშვილის განცხადება.

„არჩევნებისთვის, ჩვენი სიის უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“ – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ენმ-ს

„ეს მისი პრობლემაა. არ მინდა პატიმარ სააკაშვილთან პოლემიკა. როგორც ჩანს, ნიკა მელია თავის პარტიას შექმნის, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა დაინახა, რომ მელია მაინც მიდის და რომ წავა, საკრებულოებიდან ბლომად ხალხს გაიყოლებს. ამიტომ სააკაშვილის პრევენცია იყო, რომ მერე მისიანებს უთხრას, რომ აი, მე თვითონ გავაგდე.

მელია შემოვა „არანაცურ“ ველზე. პარლამენტში არის რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის ძალიან სიმპათიური, ორკაციანი ჯგუფი „ევროოპტიმისტები,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები