ავთანდილ ჭრიკიშვილი:
– ეს ფოტო 2014 წლის თებერვალშია გადაღებული, პარიზის გრანდ სლემის ფინალის წინ. ნახევარფინალში სამხრეთკორეელი მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, ჯაე-ბუმ კიმი დავამარცხე და ფინალში ფრანდ ლუის პიეტრის უნდა შევხვედროდი. ფოტოზე კიმი მეხმარება ფინალისათვის მოსამზადებლად და მეუბნება, როგორი ჭიდაობა დამეხმარება პიეტრისთან. ის ფინალი ვაზარით მოვიგე და გრანდ-სლემის ჩემპიონი გავხდი.