LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი მძღოლი მაინც თუ წარმოიდგენს, რას ნიშნავს ექიმისთვის ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება”

270

თემქაზე დღეს დილით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. 7 წლის გოგო იაშვილის სახელობის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 16 წლის გოგო კი  უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს მე-5 საავადმყოფოში, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ავარიის შესახებ ფეისბუქის გვერდზე  სასწრაფოს ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი წერს, რომელიც შემთხვევის ადგილას,  ბრიგადასთან ერთად, სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მივიდა :

 

დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა ….
ვერც 16 წლის მარიკა მივიდა სკოლაში…

იმიტომ რომ მანქანის მორიგ არასწორ მანევრირებას,გადაჭარბებულ სიჩქარეს და უყურადღებობას თავისი საზღაური აქვს,სიცოცხლით გადასახდელი საზღაური…

არ მიყვარს მძიმე თემებზე წერა,მაგრამ ახლა დავწერ!!! თქვენს გამო,ჩემს გამო,ყველა მშობლის,მძღოლის და მოქალაქის გამო დავწერ,ვინც ამ პოსტს წაიკითხავს….

ჩემი 1000 ფეისბუქ მეგობარიდან ერთი მძღოლი მაინც თუ წარმოიდგენს,რას ნიშნავს ექიმისთვის ხელებში 7წლის გოგონა რომ გაკვდება! როცა ხვდები,როგორი უმწეო ხარ ამ პატარა გოგოს დამტვრეული სახის წინაშე, მთელი გზა ყვირი “ჩქარა”,არადა ისედაც არანორმალური მანევრებით ცდილობს მძღოლი დილის საცობებიდან თავის დაღწევას…

კლინიკის ყველა ექიმს შენსავით ეწვება თვალები ცრემლებისგან და ყველა ერთად ცდილობთ პატარა, აზელილი სხეულიდან სიცოცხლე არ გაგეპაროთ…

მერე შენვე გთხოვენ იმ ბავშვის გამწარებული დედის მიხედვას,რომლის შვილის უკანასკნელი ამოსუნთქვები, მის კაბაზე დახატული ყვავილებივით რომ აგროვე და ითვალე…

იცით თქვენს მიერ საჭის ერთ არასწორ მოძრაობას დედამიწაზე სიკვდილი რომ მოაქვს??

ერთ-ერთ ასეთ სიკვდილს დღეს ჩემთვის ლიზი ერქვა.

ულამაზესი,სიფრიფანა,ყვავილებიან- კაბიანი ლიზი…

#გთხოვთ #იარეთ #ნელა !!!!

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=1676431169063149&set=a.642436452462631.1073741843.100000888477421&type=3&theater

mazda magti 5g