LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელში ემოციური ამბავი ვრცელდება: „შემთხვევითი გამვლელი, ჩვენი ცენტრის პარამედიკოსი გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებდა.. გვეამაყება, გულისცემა აღდგა“ 

165
Untitled design (1)

არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების და პარამედიკოსის შესახებ, რომლებმაც ქუჩაში, მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს.

„გამოძახების ადგილი – ქუჩა, ლოზუნგი – უგონო.

გამოძახების ადგილზე მისულ 0929 ბრიგადას შუახნის მამაკაცი გულის გაჩერებით დახვდა.

ექიმი ინგა მანჯავიძის თქმით, პაციენტს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შემთხვევითი გამვლელი, ჩვენი ცენტრის პარამედიკოსი, ნანა ეფრემიძე, გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პაციენტის გადარჩენაში.

ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, მამაკაცის გულისცემა აღდგა და მან სუნთქვა დაიწყო. დაფიქსირდა მიოკარდიუმის ინფარქტი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი ერთ-ერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცს საკმაოდ დატვირთული ანამნეზი – გულის იშემიური დაავადება და სტენტირება ჰქონდა.

გვეამაყება ექიმი – ინგა მანჯავიძე; უმცროსი ექიმი – მარიამ ოშხერელი; მძღოლი – ვალერიან გელაშვილი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გამოძახების ადგილი – ქუჩა, ლოზუნგი- უგონო

გამოძახების ადგილზე მისულ 0929 ბრიგადას შუახნის მამაკაცი გულის გაჩერებით …

Posted by შენი სიცოცხლის გადასარჩენად on კვირა, 03 დეკემბერი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები