LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი მხრივ, ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა არ გვსურს, მაგრამ, ამავე დროს, ხელისუფლების გარკვეული შტოები ამბობენ, რომ NATO-ში უნდა გავწევრიანდეთ, რა გამოდის?“ – ინჯია

142
ფრიდონ ინჯია

„საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ომში ჩართვა არ უნდა. თუმცა, არის სხვადასხვა მცდელობა, მოთხოვნები, ქვეტექსტები და კანონები, რომელიც ჩვენ ომში ჩაგვრთავს“, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინჯიამ ასევე თქვა: „ერთი მხრივ, ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა არ გვსურს, მაგრამ, ამავე დროს, ხელისუფლების გარკვეული შტოები ამბობენ, რომ, მაგალითად, NATO-ში უნდა გავწევრიანდეთ“.

„რა გამოდის? NATO-ში გაწევრიანების სურვილმაც კი უკრაინა სრულად დაანგრია. ჩვენ რა მივიღეთ? აშშ-ს წაქეზებითა და მხარდაჭერით, წინა ხელისუფლებამ ჩვენი ტერიტორიის 22%-ზე კონტროლი დაგვაკარგვინა და ეს 22% ოკუპირებული გახდა.

ახლა, ყველა იმ კანონითა და მოთხოვნებით, ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დანარჩენ ტერიტორიასაც ოკუპაცია გავუკეთოთ. თუ რამეს ვაკეთებთ, ის უნდა იყოს პრაგმატულად, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.

კანდიდატის სტატუსის მიღებით, 6-7 წლის განმავლობაში ჩვენ ვერაფერს ვიღებთ, რადგან, ევროკავშირის გაფართოების საკითხი 2030 წლის შემდეგაა დაგეგმილი – მაგრამ, ისინი იღებენ. მათ ბერკეტები ექნებათ, რომ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ჩაერიონ“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

პოპულალურები