ჯეი ლომ გაამხილა, რა დაჰპირდა შვილებს ბენ აფლეკთან განქორწინების შემდეგ. El Pais-თან ინტერვიუში, 55 წლის ლოპესმა გულწრფელად ისაუბრა თემაზე, როგორ დაამშვიდა თავისი 17 წლის ტყუპები, მაქსი და ემმა მათთვის ყველაზე რთულ პერიოდში.
„ვუთხარი, გპირდებით, ეს რთული დროა, მაგრამ ნახავთ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ძლიერები ვიქნებით. ეს შევპირდი მათ და ასეც მოვიქეცი. მიხარია, რომ იქ ვარ, სადაც ახლა ვარ, ერთი ნაბიჯით წინ, წინა წელთან შედარებით, ვამაყობ ჩემი თავით, რომ ამ რთულ გზას გავუძელი. ასე რომ, დროა ვიმღერო, ვიცეკვო და ყველა ერთად გავერთოთ“, – აღნიშნა მან ღიმილით.
ჯეი ლომ Met Gala 2025 გამოტოვა – რა ფოტოებს და მესიჯს ავრცელებს 55 წლის არტისტი
„ჩემს სიყვარულს ამიერიდან ფასი დაედება“ – ჯეი ლო დამაინტრიგებელ სტატუსსა და ფოტოებს ავრცელებს
ახლა ლოპესი აქტიურად ემზადება ზაფხულის ტურნესთვის. Up All Night Tour სტარტს 8 ივლისს აიღებს და 3 აგვისტომდე გაგრძელდება. ტურნეს დაწყებამდე ლოპესი 1-ელ და 4 ივლისს თურქეთში, ხოლო 6 ივლისს, ეგვიპტეში სპეციალური მიწვევით იმღერებს. ტურნე ევროპასაც მოიცავს. 3 აგვისტოს ის კონცერტს ერევანში ჩაატარებს.
ფოტო/ვიდეო: ჯეი ლო საუდის არაბეთში გამართულ კონცერტზე ჩაცმული გამოვიდა

