LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი შვილი გარდაეცვალა, თვითონ მეორე შვილთან ერთად შატილის გზაზე დაიღუპა“

8074
avaria22

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა შორის დედა-შვილი მაია მამუჩაშვილი და ნუცა ყანადაშვილიც არიან. ისინი ავტოკატასტროფისას ადგილზევე დაიღუპნენ.

მაია მამუჩაშვილის ტრაგიკულ ბედზე, მისი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს.

,,ნუცა ყანადაშვილი – მაია მამუჩაშვილის შვილი.
რა ტრაგიკული ბედი ჰქონია მაიას, ერთი შვილი 2 წლის ასაკში გარდაეცვალა, ადუღებული წყალი გადაესხა (ზუსტად 9 აპრილის ტრაგედიის დღეებში), მეორე შვილი და თვითონ ხევსურეთის გზაზე დაიღუპნენ”, – წერს დალი ჭეიძე სოციალურ ქსელში. 

შატილის გზაზე ახალგაზრდა გოგონა დედასთან ერთად დაიღუპა

 

 

https://www.facebook.com/dali.cheidze/posts/4198093776930013

 

23 აგვისტოს, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

მე ვეძებ ჩემს თავს სტატუსისა და როლის გარეშე: ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა ისევე, როგორც საკუთარი თავის ძიება – ვინ იყო და რას აკეთებდა შატილში დაღუპული ნუცა ყანადაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები