LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

185
rat 77

შატილის ავარიის დროს სამი გადარჩენილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩებიან.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე დაშავებულთა მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

“უარყოფითი დინამიკა ბოლო რამდენიმე საათია არ ვლინდება, პირიქით, ჰემოდინამიკის პარამეტრები ხდება უფრო სტაბილური წინა რამდენიმე საათთან შედარებით. ასევე, კლინიკური ლაბორატორიულ კვლევებში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაკეთდა, არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა”, – აცხადებს ლევან რატიანი.

თავდაპირველად გადარჩენილებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდათ და მათი მდგომარეობა მძიმე იყო.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები