LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

548
BeFunky-collage (8)

მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ქირურგიული ოპერაციისას 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ.

ბავშვის დედა ბაია ინჯგია “მთავარ” არხთან ამბობს, რომ ბავშვს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

“ბავშვმა მითხრა, არ დამტოვოო და ხელი მომკიდა… ვუთხარი, ნარკოზის გაკეთების დროს შემიყვანეთ-მეთქი. მერე ნარკოზისტმა გაუკეთა ნარკოზი, ვენაში შეუყვანა. ბავშვმა ხელი ასე დაიდო და ვიხრჩობიო მითხრა. ვიხრჩობიო. ერთი სიტყვა თქვა, ვიხრჩობიო და თვალები გადააყირავა… ნარკოზისტმა თქვა, ეს იცისო ნარკოზმაო, თქვენ უნდა გახვიდეთო, მე მივხედავ ყველაფერსო და გამომიშვეს აქეთ. ძალით მომიკლეს ჩემი შვილი. დამიხრჩვეს, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, ძალით გაგუდეს, ზედმეტი დოზა მისცეს, – ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა ბაია ინჯგია.

უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამედიცინო დირექტორის ამბროსი პერტიას თქმით, ბავშვის მდგომარეობა ანესთეზიის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში გართულდა და გული გაუჩერდა, მაგრამ სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

“ბავშვს უტარდებოდა უროლოგიური ოპერაცია შარდსადენ მილზე. საწყისი ნარკოზის ჩატარების შემდეგ, რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება. სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდება მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის შედეგად. ყველა სამედიცინო კვლევა იყო ჩატარებული ნარკოზის სახეობის შესახებ, ეს იყო უკვე მესამე ჩარევა ამ პრობლემაზე, რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კიდევ ერთი, ოღონდ ის ჩატარდა ანესთეზიის სხვა სახეობით”, – განაცხადა ამბროსი პერტიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g