LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი თვეა არ გამოსულა კონტაქტზე“ – სტამბოლში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

179
Untitled design (63)

თურქეთში, 35 წლის ლევან დრეიძეს ეძებენ. როგორც „ფორტუნას“ მისმა ბიძაშვილმა განუცხადა, ლევანი სტამბოლში სამი თვის წინ წავიდა. კონტაქტზე კი ერთი თვეა არ გამოსულა.

მისივე ინფორმაციით, ნათესავებმა მომხდართან დაკავშირებით აცნობეს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ახლობლები ლევან დრეიძესთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელშიც ავრცელებენ.

„ვეძებ ლევან დრეიძეს, რომელიც იმყოფება სტამბოლში ერთი თვეა არ გამოსულა კონტაკტზე ოჯახის წევრებთან. თუ გინახავთ სადმე, ან იცით რაიმე ამ ადამინის შესახებ, გთხოვთ, მომწეროთ. მადლობა წინასწარ“. – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა კაპიაშვილი.

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ – 599639360.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები