LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა მამუკაძე-სორდინი: „იმ გოგოს ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე და იმიტომ ვარ ასე ცუდად… იტალიაში ახალჩამოსული ალბათ, რამდენ ხიფათს გადავურჩი, არ ვიცი იღბლის, თუ ჩემი სიფრთხილის გამო…“

701
ninamamukadze

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქეს, 27 წლის სალომე ტეტუნაშვილს მეოთხე დღეა, ისევ უშედეგოდ ეძებენ. ამ ამბავს განსაკუთრებულად განიცდიან იტალიაში მცხოვრები ქართველები.

ერთ-ერთი მათგანი, ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი წერს:

„ცუდად ვარ! რასაც უნდა ვაკეთებდე, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. გული მიტირისო, ალბათ, ეს ეპითეტი გამოხატავს ჩემს მდგომარეობას. 27 წლის ქართველ გოგოს ეძებენ ნეაპოლში. კიდევ რამდენიმე ფაქტის შესახებ გავიგე, მაგრამ ჯერ დუმილი სჯობს.

ვინ იცის, ახლა სად არის, როგორ სცივა, როგორ შია, როგორ ეშინია… ვეხვეწები ღმერთს და სამყაროს, რომ ცოცხალი გამოჩნდეს. ასე არ უნდა იკარგებოდნენ ადამიანები! ასე არ უნდა იკარგებოდნენ ქართველი ახალგაზრდები უცხო მიწაზე! ასე არ უნდა კარგავდეს ადამიანებს საქართველო. უნდა მოეგოს გონს ჩვენი ქვეყანა. შეინარჩუნოს და გადაარჩინოს ახალი თაობები, იმიტომ, რომ ის თაობა, რომელმაც ემიგრაციაში 20 წლის წინ დაიწყო წამოსვლა, დაკარგულია.

ალბათ, იმ გოგოს ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე და იმიტომ ვარ ასე ცუდად… იტალიაში ახალჩამოსული ალბათ, რამდენ ხიფათს გადავურჩი, არ ვიცი იღბლის, თუ ჩემი სიფრთხილის გამო.

გოგონებო, გულით გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყოთ, იოლად ნუ ენდობით ნურავის, ნურც ქართველს და მით უმეტეს, ნურც უცხოელს! ჯერ საკუთარ მიწაზე როგორი დაუცველები ვართ და ახლა უცხო ქვეყანაში და მით უმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც ნეაპოლია.

რამდენიმე დღეა, მექანიკურად ვაკეთებ რაღაცებს, ყველაფრის უნარი მაქვს წართმეული… ღმერთო, ცოცხალი გამოჩნდებოდეს…“

სალომე ტეტუნაშვილი

ნინა მამუკაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები