LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი თვის წინ ხინკალი 60 თეთრი ღირდა, გუშინ უკვე 80 თეთრი გახდა“

116
723237823

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ფასების ზრდაზე წერს. მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურება უკვე აისახა პროდუქტებზე, ახლა კი იმ ნიშნულზეა, რომ შუქზე, გაზზე, წყალზე ფასებს ხელოვნურად იჭერენ.

„გუშინ სუპერმარკეტში შევიარე. ერთი თვის წინ ხინკალი 60 თეთრი ღირდა, ერთი კვირის წინ 70, გუშინ უკვე 80 თეთრი გახდა. ბოლო დღეების ზრდამ 14 პროცენტი შეადგინა.

ასეა ყველა საქონელზე მეტნაკლებად. მიჰყვება ფასები ლარს.

ლარის კურსი უკვე იმ ნიშნულზეა, რომ შუქზე, გაზზე, წყალზე ფასების ხელოვნურად დაჭერა წამგებიანს ხდის ამ დარგებს, რაც სხვა უზარმაზარ პრობლემებს წარმოშობს.

მთავრობა და ეროვნული ბანკი ჯერაც ვერ აცნობიერებენ მათ მიერ დაშვებული შეცდომების სიმძიმეს,“ – წერს რომან გოცირიძე.

თინეიჯერი, ბღუჯა ლარი, შოკუნიები – 8 დასამახსოვრებელი ფრაზა ლარზე, რომელიც დროს გაუძლებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g