LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი წამი არ დაგვიტოვებია ერთმანეთი, ეს არ გაივლის არასოდეს… ახლა იქ სულ ბნელა” – გოგა ბარბაქაძე ნიკა ქაცარიძეზე

569
გოგანიკა

მსახიობი გოგა ბარბაქაძე უახლოეს მეგობარსა და კოლეგას, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ნიკა ქაცარიძეს იხსენებს და ამბობს, რომ ამ ტრაგედიამ დიდი დაღი დაუტოვა. მსახიობმა მეგობარი კითხვის – რაზე იტირა ბოლოს, საპასუხოდ გაიხსენა.

“ჩემი უახლოესი ადამიანი დავკარგე, ნიკა ქაცარიძე, რომელთან ერთადაც 21 წელი ვიყავი, ერთი წამი არ დაგვიტოვებია ერთმანეთი. გინდა სცენაზე, გინდა ადამიანობაში, მეგობრობაში, ძმაკაცობაში. დიდი ხანია მე ასე არ მწყენია, არ მტკენია, ამან თავისი დაღი დამიტოვა, ეს არ გაივლის, არასოდეს. საგრიმიოროში ერთად არ ვყოფილვარ ერთადერთი მარტო, მართლა მეტისმეტი იქნებოდა, საგრიმიოროში არ შეიძლებოდა ჩვენი ერთად ყოფნა, ისედაც ვუშლიდით ერთმანეთს. ახლაც რომ შევიდავარ, ერთ სართულზე ვიყავით, გვერდით ოთახია, იქ რომ გამოვივლი, ქვემოთ შუქი ყოველთვის ანათებდა, ამით ვხვდებოდი რომ ნიკა იყო, ახლაც ინსტიქტურად ვიხედები, მაგრამ ახლა იქ სულ ბნელა. ვერც ამოვხსენი, ეს რატომ მოხდა. იმდენად დადებითი ადამიანი იყო, სიცოცხლის მოყვარული, მეუღლის, შვილი, დედის, ძმაკაცების”, – ამბობს ბარბაქაძე გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან”.

“ხანდახან 20 ლარიც არ ამიღია სპექტაკლში… მსახიობებს აძლევდნენ 50 ლარს, ცხენს 100 დოლარს”- სცდება თუ არა გოგა ბარბაქაძის ხელფასი 1000 ლარს და რა დამატებითი საქმე ჰქონდა მსახიობს შემოსავლისთვის?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g