მსახიობი სელმა ბლერი, ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რამდენად ძლიერი ადამიანია. გასულ წელს 49 წლის მსახიობს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ეს გახლავთ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც წლების მანძილზე პროგრესირებს. სელმა გასულ წელს პირველად გამოჩნდა ხელჯოხით, ის აქტიურად გადიოდა მკურნალობის კურსს, გამოიარა ურთულესი სამედიცინო პროცედურები და დღეს პრაქტიკულად ჯანმრთელია.
მსახიობმა ამჯერად დოღში მიიღო მონაწილეობა. გამოცემა „დეილი მეილი“ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც სელმა ცხენზე ამხედრებული, ფანტასტიკურ ფორმაშია.
სელმა ბლერი ამბობს, რომ გაფანტულ სკლეროზთან ბრძოლაში მარცხდება (ფოტო)