LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს კვლევებს დაუფინანსებს

69
1

თბილისის მერია “გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის” ბენეფიციარებს დამატებით კვლევებს დაუფინანსებს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ “გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა” 2020 წლიდან დაიწყო:

“2022 წლიდან თბილისის მერია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც დაუფინანსებს.

დაავადების სიმპტომები 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არატრავმული უნარშეზღუდულობის მიზეზი ხდება. მერიის პროგრამის საშუალებით, შესაძლებელი ხდება, გაფანტული სკლეროზით დაავადებული პირები არ მიეჯაჭვონ საწოლს ან ეტლს, არამედ, ჩაერთონ ყოველდღიურ საქმიანობაში და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები