LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

348
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას, ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ ექიმებს, გამოცდებსა და მომდევნო პროფესიულ საქმიანობაში, წარმატება უსურვა.

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები 28 ივლისს დასრულდება. გამოცდებზე 1 592 დიპლომირებული მედიკოსია დარეგისტრირებული, რომლებიც, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რეზიდენტურის გავლას შეძლებენ. 

საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, 29 ივლისიდან – 31 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, სადაც 1 036 მედიკოსია დარეგისტრირებული და წარმატებით  ჩაბარების შემთხვევაში,  ისინი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g