LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებში იგეგმება

130
gamocdebiserovnuli

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად შესაბამის მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს. უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს და განუმარტავს, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი და საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ვკითხულობთ “ნაეკის” მიმართვაში.

როგორც ირკვევა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებისთვის 27 500 ლარს გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობებისთვის კი – 266 250 ლარს. შესყიდვის ჯამური თანხა 1 676 270 ლარია.

ცნობისთვის, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

პედაგოგთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კი – 19 600 აპლიკანტი.

მათ გარდა საგამოცდო სივრცეები მაგისტრობის მსურველებს და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს უნდა დაეთმოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g