LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

113

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. საუბარია ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებზე. აბიტურიენტების ქულების ნახვა, როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეუძლიათ.

ვებგვერდის შემთხვევაში აბიტურიენტს შედეგის ნახვა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge ან www.online.naec.ge-ზეა შესაძლებელი.

რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოში სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.

2 ივლისს განათლების მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან შესაძლოა ეროვნული გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები