LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

63
236878842-2019-08-06-08-10-24-484819

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მაგისტრანტობის 12 800-ზე მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.

ხოლო მასწავლებელის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის პრაქტიკოსი პედაგოგებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, ისინი ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, თუმცა საგნის შეცვლას ან დამატებას, ასევე გამოცდის ენის შეცვლას აბიტურიენტები რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებენ.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლითაა შესაძლებელი.

 

magti 5g