LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთმა კეთილმა ადამიანმა ჩემი ბროკოლი ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრებისთვის იყიდა…”

2163
giorgi-tevzadze-brokoli

გიორგი თევზაძემ, რომელსაც ორ დიდ სათბურში ბროკოლი მოჰყავს, სოციალირ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავის ერთ-ერთ სათბურს აჩვენებს და საუბრობს, როგორი დიდი პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც მანქანებით გადაადგილება აიკრძალა, ბროკოლის გაყიდვის კუთხით.

თუმცა, როგორც გიორგი წერს, ერთმა კეთილმა ადამიანმა მისი მოსავალი ბავშვთა სახლებისა და მოხუცებულთა თავშესაფრებისთვის შეიძინა.

“მეგობრებო, მინდა გაგახაროთ. წეღან ერთმა კეთილმა ადამიანმა იყიდა ჩემი ბროკოლი მოხუცთა თავშესაფრებისთვის და ბავშვთა სახლებისთვის. მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის და მადლობა კეთილ ადამიანს ასეთი სიკეთისთვის. ის, რომ მე ბროკოლი გავყიდე, არ ნიშნავს, რომ სხვა ფერმერს იგივე პრობლემა არ უდგას, ძალიან ბევრს უფუჭდება მოყვანილი მოსავალი, მათ სახელმწიფოსაგან დახმარება სჭირდებათ”.

ფერმერი გიორგი გახარიასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს დახმარებისთვის.

mazda magti 5g