LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთმანეთის მიმართ მოწყალების არქონაც ცოდვაა“ – პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის, მაგრამ ის ცოდვაა

154
პაპი ფრანცისკე

„ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის“, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და თქვა, რომ საჭიროა გეების მიღება და პატივისცემა. როგორც პაპმა აღნიშნა, არ უნდა ხდებოდეს მათი მარგინალიზება და დისკრიმინაცია.

ფრანცისკემ აღიარა, რომ კათოლიკე ეპისკოპოსები მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში მხარს უჭერენ კანონებს, რომლებიც ადანაშაულებენ ჰომოსექსუალობას ან დისკრიმინაციას ახდენენ ლგბტქ თემის მიმართ. რომის პაპი მიიჩნევს, კათოლიკურ ეკლესიას შეუძლია და უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ამ უსამართლობას ბოლო მოეღოს.

რომის პაპის განცხადებით, „ღმერთს უყვარს თავისი ყველა შვილები ისეთები, როგორებიც ისინი არიან“ და მოუწოდა ეპისკოპოსებს, რომლებიც მხარს უჭერენ დისკრიმინაციულ კანონებს, მიიღონ ლგბტქ ადამიანები ეკლესიაში.

„მან ეს უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა პაპმა და დასძინა, რომ ეპისკოპოსებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთ კანონებს, „გარდაქმნის პროცესი უნდა გაიარონ“ და სინაზე გამოავლინონ „ისე, როგორც ღმერთი იჩენს ყოველი ჩვენგანის მიმართ.“

ამასთან, ფრანცისკემ ასევე თქვა, რომ, მართალია, ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული, მაგრამ ის ცოდვაა. გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას მან  ასევე თქვა: „ჯერ გაიმიჯნოს ცოდვა და დანაშაული“ და აღნიშნა, რომ ერთმანეთის მიმართ მოწყალების არქონაც ცოდვაა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g