LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთობლივად ვიზრუნებთ, რომ როგორც გადაყვანის, ისე ოჯახში ინტეგრაციის პროცესი ბავშვებისთვის უმტკივნეულო იყოს: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინოწმინდის პანსიონზე

55
თამილა ბარკალაია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, ნინოწმინდაში ბავშვთა პანსიონში ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

როგორც მან ნინოწმინდაში ჟურნალისტებთან განაცხადა, სამინისტრო პანსიონთან ერთად, ერთობლივად იზრუნებს იმაზე, რომ როგორც ბავშვების გადაყვანის, ასევე ოჯახში ინტეგრაციის პროცესი, პირველ რიგში, ბავშვებისთვის უმტკივნეულო იყოს.

„ამ ეტაპზე იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ესაა ინდივიდუალური, ყველა ბავშვს ერთი და იმავე არ შეიძლება დავუგეგმოთ და ცალსახად, დღეს, მოჭრით ვთქვათ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია. ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება,“ – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g