ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Arkia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს განაახლებს.
თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები 5, 9 ,12, 15, 19, 21, 23, 26, 28 სექტემბერს, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
3 ოქტომბრიდან, ავიაკომპანია Arkia რეგულარულ ფრენებს ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით – ყოველ კვირასა და ხუთშაბათს შეასრულებს.