LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ის აფრიკის „აგარაკებია“, მიტოვებული შენობები არ გეგონოთ, აქ ხალხი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში…“

226
page

ნინი კოდალაშვილი მოძრაობიდან „ზამთრის მარაგი“ სოციალურ ქსელში აფრიკის დასახლებაში  დღეს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ სწორედ ეს არის ის აფრიკის „აგარაკები“, სადაც ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. „ზამთრის მარაგის“ სახელით გროვდება შემოწირულობა მათ დასახმარებლად.

„ეს ის აფრიკის “აგარაკებია”, სადაც ხალხი თურმე ნაგავსაყრელზე მეორე და მესამე სახლს იშენებს.

დღეს “ზამთრის მარაგი”  დილდანვე მივიდა ადგილზე და იმ ოჯახების იდენტიფიცირება სცადა რომლებმაც სახლი დაკარგეს. ერთს მივაგენით სხვაგან იყო შესახლებული, ბავშვი ბეტონზე ჰყავს და გაუცივდა…

დანგრეულ ბინებზე მეტად იმ სურათმა გაგვაოცა, რომელიც დაგვხვდა… 2020 წელია, ფოტოებზე მიტოვებული შენობები არ გეგონოთ, აქ ხალხი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში… ვისაც შეშის საშუალება აქვს,  შეშით თბება.. ზოგს ამის შესაძლებლობაც არ აქვს…

კრიტიკულ სოციალურ მდგომარეობაში მცხოვრები ათობით ადამიანი სიცივეში ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა.

ზამთრის მარაგის გუნდმა გადავწყვიტეთ, მათ საკვებით, თბილი ტანსაცმლით, პლედებით და სხვა საჭირო ნივთებით დავეხმაროთ, რათა ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ მდგომარეობა.

ახლა ყველაზე მეტად მათ ვჭირდებით, ამიტომ ვიწყებთ კამპანიას #აფრიკისთვის!

გთხოვთ, თბილი პლედებით და ფინანსურად შემოგვეშველოთ.

თანხის ჩარიცხვისას, დანიშნულებაში მიუთითეთ  #აფრიკისთვის

ანგარიშები :

TBC – #GE94TB7880836515100041

მიმღები : ზურაბ ნიჟარაძე

საქართველოს ბანკი – #GE38BG0000000256278200GEL

მიმღები – ფლორა ფაჩულია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g