LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ახლა დამთხვევაა თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს” – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე

140
Untitled-design-2022-03-04T145924.997

“ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და ზოგადად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პარლამენტმა არ გაიზიარა და არ გაითვალისწინა არც ვენეციის კომისიის და არც მათი მოთხოვნები.

“მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა თავის 12 პუნქტიანი რეკომენდაციები წარმოადგინა, პრემიერი დღეს პირველად იმყოფება ბრიუსელში და აწარმოებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. სწორედ ამ დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო კანონზე, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ევროპულ სტანდარტებს, ადამიანის უფლებებს და ზოგადად, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს ახლა დამთხვევაა თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, ეს უკვე საზოგადოებამ განსაჯოს“, – განაცხადა მსხილაძემ.

magti 5g