კოვიდინფიცირებულების დღევანდელ მაჩვენებელსადა პაციენტების მდგომარეობაზე, დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა მცხეთის ცხელების ცენტრის ხელმღვანელმა, ლიკა მუმლაძემ ისაუბრა.
„მზარდი ციფრები გვეუბნება, რომ მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა და ეს გვავალდებულებს ვიყოთ უფრო ყურადღებით, მეტი მზაობა გვქონდეს მოსალოდნელი პრობლემებისადმი“, – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.
ლიკა მუმლაძემ ასევე ისაუბრა მცხეთის ცხელების ცენტრში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე.
„დღის განმავლობაში დაემატა რამდენიმე პაციენტი, რეანიმაციაში არის 14 კოვიდინფიცირებული, მათგან 3 კრიტიკულია. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გვაქვს დადებითი დინამიკა, ზოგი მოხსნეს მართვითი სუნთქვიდან. ჩვენ გვაქვს 75 ადგილი კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის გამოყოფილი, აქედან 17 სარეანიმაციო საწოლია, დანარჩენი ზოგადი პროფილური“.
მცხეთის ცხელების ცენტრში პაციენტები ძირითადად აჭარიდან, ქუთაისიდან და დასავლეთ საქართველოდან არიან. აფხაზეთიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალბატონი გამოჯანმრთელდა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„ჩვენი კლინიკა ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვართ, რომელმაც დაიწყო კოვიდთან ბრძოლა. ჩვენ აპრილიდან ვართ ჩართული ამ პროგრამაში, გამოწვევა არის რთული და საპასუხისმგებლო“ – აღნიშნა ლიკა მუმლაძემ.
გასულ კვირას მცხეთის ცხელების ცენტრში ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და თანმხლები დაავადებები ჰქონდა.