LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია.. კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა“ – დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაკითხეს

180
Untitled design

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დავით გარეჯის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი დაკითხეს. ის საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა.

ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც 2005-2007 წლებში, პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო, დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა:

„როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა საკითხი ჩემი თანდასწრებით განხილული, იქ დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც იყო მუდმივად საუბარი, საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ [მალხაზ მიქელაძე] თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო.

ჩვენი ამოცანა გახდა მონასტერი შენარჩუნებულიყო, როგორც ქართული მონასტერი… უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა“, – თქვა ზურაბ ნოღაიდელმა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ 2006 წელს ბევრი მონაკვეთი საქართველოს საწინააღმდეგოდ შეთანხმდა, ნოღაიდელმა აღნიშნა: „მხოლოდ დაკითხვის დროს გავიგე, რომ ეს შეთანხმება ყოფილა“.

„ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე არ ვიხილავდი, ამ საკითხის შეთანხმება ჩემთან საჭირო არ იყო, ეს კონსტიტუციურად იყო პრეზიდენტის კომპეტენცია..

ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო“, – თქვა ნოღაიდელმა.

ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე – ივერი მელაშვილი დავით გარეჯის საქმეზე

შეგახსენებთ, პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ამავე თემაზე:

მე ვუთხარი – „ნატო, დატოვე ჩემი ოთახი და გადი აქედან“.. გავიდა – ყოფილმა თანამშრომელმა ნატალია ილიჩოვას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა

გარეჯის საქმეზე დაცული საარქივო მასალა დავით კეზერაშვილის ბრძანებით განადგურდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე

“ნაციონალური მოძრაობა“ და მისი გავლენის ქვეშ მოქმედი პარტიები ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდით ებრძვიან თავიანთ სამშობლოს: სარჯველაძე “გარეჯის საქმეს” ეხმაურება

ზურაბ ნოღაიდელი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა გააკვირვა

რა კავშირი აქვს ზურაბ ნოღაიდელს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებთან 

 

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g