LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ იყო პნევმატური იარაღი, ეს იყო სათამაშო პისტოლეტი – ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი

99

„არანაირ პნევმატურ იარაღზე არ არის საუბარი,“ – ამის შესახებ მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„არანაირ პნევმატურ იარაღზე არ არის საუბარი. ეს არის სათამაშო იარაღი, რომელიც ჩემს სახლში რომ შემოხვიდეთ და ნახოთ, რამდენიმე ცალი არის იმიტომ, რომ პატარა შვილები მყავს, რომლებიც თამაშობენ ამ პატარა სათამაშო იარაღით, პლასტმასის არის და გაისვრის ხოლმე პატარა ყვითელ ბურთულებს, რომლებიც სანტიმეტრის ზომისაც არ არის, მემგონი, ეს ყველას გეცოდინებათ. სწორედ ასეთი სათამაშო პისტოლეტი იყო, არანაირი პნევმატური იარაღი,“ – განაცხადა ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში სხდომაზე კომისიის წევრები საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს უსმენენ. საქმესთან დაკავშირებით, დღესვე ისაუბრებს შსს-ს წარმომადგენელი, კახა სირაძე.