LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ჩვენი სალოცავი, ვენაცვალე ამის ძალას და მადლს“ – თამაზ გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გადაღებული კადრები

295
ფორტუნა (2)

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს კადრებს, სადაც სავარაუდოდ თამაზ გინტურის ბოლო კადრებია ასახული  მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე.​

ვიდეო საოკუპაციო რეჟიმმა სავარაუდოდ მისი ტელეფონიდან ამოიღო და ადგილობრივი მედიით გაავრცელა.

კადრებში კარგად ჩანს სამი ადამიანი: მოკლული თამაზ გინტური, გატაცებული ლევან დათიაშვილი და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც  უცნობია.

„ეს არის ჩვენი სალოცავი, ვენაცვალე ამის ძალას და მადლს. ასე შვრებიან რუსები,” – ამბობენ სიცოცხლის ბოლო ვიდეოში გინტური და დოთიაშვილი.

ახლობლების ინფორმაციით, გინტური და დოთიაშვილი, ჯერ სასაფლაოზე წავიდნენ, შემდეგ კი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი უკანონოდ დააკავეს.

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

„ამბობენ, რომ ტყვიები ზურგში აქვს მოხვედრილი, მანქანა კი ოკუპანტების მიერ სულ დაცხრილულიაო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები