LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ისტორიული მოვლენა“ – პრეზიდენტი ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწრება

151
გკყუ

26 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწრება, რომელიც პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ, კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას.

„ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან „სიქსტის კაპელაში“ ქართველები პირველად იმღერებენ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

პოპულარულები