საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
მან დღეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ ეს შეკვეთილი სტატიაა.
„აქ გაჟღერდა რამდენჯერმე … სიამაყით მოიყვანეს დღეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა ისე წარმოაჩინეს. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს და დეპუტატებს ვუთხრა, რომ ეს არის მორიგი ბინძური სტატია.
ანტისახელმწიფოებრივი სტატია და ვისი შეკვეთილია ახლა ეს სტატია, მეგობრებო – ეს არის შეკვეთილი ბატონი რაფაელ გლუკსმანის, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის გლუკსმანი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რაფაელ გლუკსმანი ამ სტატიის ავტორის „მეგობარია, შესაბამისად, მისი შეკვეთილია ეს სტატია”.
“საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ” – პრემიერის ინტერპელაციის წესით მოსმენა ხმაურით დასრულდა