LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც ზურას გადახდა თავს… ძალიან დიდი სული და გული ჩავაქსოვე, რომ თბილი ნამუშევარი გამოსულიყო…“ – მზია გელაშვილი

232
ზურაბ-ჩინჩალაძე

22 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ზურაბ ჩინჩალაძე, მზია გელაშვილი, პაატა და როინ კუტალაძეები სტუმრობდნენ. გადაცემაში ორი ახალი სიმღერის, „შენ სიყვარული არ გცოდნია“ და „გამიქარვე დარდები“ პრემიერა შედგა.

ზურაბ, ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე „შენ სიყვარული არ გცოდნია“, რომელიც ბატონ როინთან და პაატასთან თანამშრომლობით შეიქმნა და  რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ზურაბ ჩინჩალაძე:  სადღაც 15 იანვარი იქნებოდა ქუთაისურ-იმერული სტილით რომ დავწერე მუსიკა. აქამდე ასეთი სტილით არ დამიწერია. ჯერ ტექსტი არ მქონდა, ერთადერთი, „შენ სიყვარულის არაფერი არ იცი მოვიფიქრე“. შემდეგ, მზიამ გაალამაზა ეს ყველაფერი. მე და მზია დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. მუსიკა მე მეკუთვნის, ტექსტი მზიას. სიმღერა ალეკო ქეშიკაშვილთან ჩაიწერა.

მზია გელაშვილი: ეს არის ნამდვილი ამბავი, რომელიც ზურას გადახდა თავს. ძალიან დიდი სული და გული ჩავაქსოვე, რომ თბილი ნამუშევარი გამოსულიყო. რა თქმა უნდა, ხელი მელოდიამაც შემიწყო, მელოდიაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ზურაბ ჩინჩალაძე: ახალგაზრდობაში მყავდა შეყვარებული, რომელიც მერე, საერთოდაც საცოლე იყო, მაგრამ რაღაც მოხდა და დავშორდით. ამაზე დაიწერა ეს სიმღერა. რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლობას, პაატასთან ვიყავი წვეულებაზე და ისე მომეწონა მისი და როინის სიმღერა, რომ გადავწყვიტე, მათთან ერთად ჩამეწერა ეს ნამუშევარი.

დღეს გვაქვს კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა, რომელიც ქალბატონი მზიას და ბატონი პაატას შვილის, ლუკას ერთობლივი ნამუშევარია. მოგვიყევით ამ სიმღერაზე.

მზია გელაშვილი: ამ სიმღერას „გამიქარვე დარდები“ ჰქვია. ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან გვჭირდება მხიარული სიმღერები და ამიტომ აქცენტი მხიარულ სიმღერაზე გავაკეთე. თან, დღეს კომერციული სიმღერები უფრო მოთხოვნადია. ნამუშევარში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მერაბ სულუაშვილს, მას ეკუთვნის დუდუკი, კლარნეტი, სალამური. ფონოგრამა ზურას გაკეთებულია. რაც შეეხება ლუკას, ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. ისეთი ლამაზი ვოკალის მფლობელია და ისეთი ლამაზი ტემბრი აქვს, რომ გული მწყდება, საქართველოში რომ არ იცნობენ. ამ სიმღერას იმ სტუდიაში ვწერდი, სადაც ლუკა თავის სიმღერებზე მუშაობდა. მას ძალიან მოეწონა, ამ სიმღერამ კარგ ხასიათზე დამაყენაო, თქვა. ალეკო ქეშიკაშვილი რჩევა იყო, რომ დუეტი გვეცადა და ჩვენი ხმები საკმაოდ კარგად შეეწყო ერთმანეთს. ყველა ძალიან კმაყოფილი დავრჩით. მისამღერში ლუკას მამაც გვეხმარებოდა, პაატაც მღერის.

პაატა: კი, მეც მივიღე ცოტათი მონაწილეობა.

მზია გელაშვილი & ლუკა კუტალაძე – გამიქარვე დარდები

ზურა ჩინჩალაძე, პაატა კუტალაძე, როინ კუტალაძე – შენ სიყვარული არა გცოდნია

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ზურა ჩინჩალაძე, პაატა კუტალაძე, როინ კუტალაძე – მცხეთის ჯვარზე. Live

ზურა ჩინჩალაძე, მზია გელაშვილი, პაატა კუტალაძე, როინ კუტალაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”