მსახიობი რიჩარდ გირი პირველი ჯენტლმენების რიგით მეორე სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სამიტი 22 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, ონლაინ ფორმატში ჩატარდა. რიჩარდ გირმა საუბრისას გაიხსენა ვინტაჟური ავტომობილი, რომელიც მსახიობმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაყიდა:
„გაოგნებული და შეშფოთებული ვარ იმ სისასტიკით, რასაც რუსეთი სჩადის, ეს ომი ჩვენი მოსაგებია, ახლა დაღლის დრო არ არის. ეს არის ომი ბოროტებასთან. თუ რუსეთი მოიგებს, ეს იქნება ნიშანი ყველა დიქტატორისთვის, რომ ცივილურ სამყაროსთან ბრძოლა შესაძლებელია. რუსეთის აგრესია წლებია გრძელდება, ეს ომი პირადად პუტინის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა 72 წლის რიჩარდ გირმა.
72 წლის რიჩარდ გირმა უკრაინის მხარდამჭერ კონცერტზე იმღერა