LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის პოლიტიკური სიგნალი მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველო არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი“ – ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ის მიერ დახმარების შეჩერებაზე

146
ზურაბ ჯაფარიძე

„ეს არის პოლიტიკური სიგნალი მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველო არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

აღნიშნულით ჯაფარიძე შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „შინაარსი ამ განცხადების არის ის, რომ შეუძლებელია ამერიკელები ეხმარებოდნენ საქართველოს მთავრობას და შემდეგ მთავრობა ფულს დასავლეთის და კონკრეტულად ამერიკის გაშავებაზე ხარჯავდეს“:

„აბრალებდნენ ათას სისულელეს: „რაღაცა გლობალური ომის პარტია“, „ჩვენი ჩართვა უნდათ ომში“ და ათასი სისულელე. ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, ეს გააჩერონ.

ასევე ნახეთ

„როცა ყველა ნახავს, რომ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ისევ აირჩია მშვიდობა და სუვერენიტეტი, ამერიკა, ევროკავშირიც და ყველა ქვეყანა აუცილებლად გადალაგდება იმ დიპლომატიურ და მეგობრულ ენაზე, რომელიც ორი სამი წლის წინ იყო საქართველოსთან მიმართებაში“.

რომ გითხრათ ფისკალური ეფექტი ამას ექნება, რომ ვაიმე, ამის გამო ბიუჯეტში ფული არ ექნება, ეგრე არ იქნება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური სიგნალი მთელი სამყაროსთვის, რომ საქართველო არ არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი.

დეზინფორმაციის, პროპაგანდის და დასავლეთის გაშავების ბოლო, საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის არის ამ ქვეყნის სრული იზოლაცია დასავლეთიდან და ეს მარტო ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება, ეს იქნება მთლიანად დასავლეთი, ამერიკაც და ევროპული ქვეყნებიც და დარჩება ერთი-ერთზე რუსეთთან, რაც ჩვენ ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ გვინახავს“. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გიორგი ვაშაძე: „მივმართავ ირაკლი კობახიძეს, ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ლიდერებს ჩამოართვით, კითხვას გისვამ, აპირებ თუ არა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადო?“

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g