ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. სხდომები, სადაც ევროპარლამენტარებთან ერთად ქართველი დელეგატები იღებენ მონაწილეობას, ხდება შეფასება თუ როგორ მიდის ასოცირების შეთანხმების პუნქტების შესრულება, ხოლო შემდეგ ხდება დეკლარაციის ტექსტის მიღება. რაც შეეხება დეკლარაციის ტექსტის მიღებას – საჭიროა ევროპარლამენტის წარმომადგენლობის უმრავლესობის და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა. კონკრეტულად, კენჭისყრა არის ორმხრივი, ჯერ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ უნდა განიხილოს, კენჭი უყაროს და შემდეგ, საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ. ამის შემდგომი პროცედურაა ორივემ დაუჭიროს მხარი, რომ ცვლილება გავიდეს.
პრიორიტეტები, დემოკრატია, მთავარი გამოწვევები… საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე
ევროპარლამენტში ქართული ოპოზიციის წარმომადგენელი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცვლილებები, რომელიც დოკუმენტში უნდა შესულიყო, ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლო დროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. მისი განმარტებით, ასევე იყო 20 ივნისის ამბები, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა ტექტი, რომელიც იყო ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ძალიან უცნაური. საუბარი იყო პროგრესზე და იმაზე, რომ მთლიანობაში ყველაფერი არის კარგად და მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია თურმე. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან კრიტიკა. მე და სალომე სამადაშვილი ვართ ოპოზიციიდან წარმოდგენილი. მოვამზადეთ ცვლილებების პროექტი. რასაც საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა და მხარი არ დაუჭირა”, – წერს ოთარ კახიძე.
ძალიან ნაყოფიერი იყო – კალაძე და კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდნენ
შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტით უკმაყოფილო ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ მას მხარი არ დაუჭირა. იმის გამო, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა, საბოლოო ჯამში მისი მიღება ვერ მოხერხდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს საკუთარი ცვლილებები, რომელსაც ევროპარლამენტმა უარით უპასუხა. მათ არც ერთს არ დაუჭირეს მხარი და შემდეგ დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი, როდესაც ევროპარლამენტარების მიერ დაყენებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. კომიტეტში ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები და ყველა ცვლილება ჩაუგდეს მათ. ამის შემდეგ დადგა საბოლოო ცვლილების დროც და საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა უთხრა უარი, რაც არის უპრეცედენტო ამბავი. ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება. ეს არის სრული კრახი „ქართული ოცნების“. უნდა გავითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იყო დელეგაციის გარდა, პარტიის „ლიდერშიფით“. ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე მართავდნენ გუშინ შეხვედრებს და ამბობდნენ, რომ ევროპარლამენტარები რაღაცაში დაარწმუნეს. რაშიც დაარწმუნეს, ვნახეთ. ივანიშვილისთვის ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება. ეს ადამიანი მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ“, – აცხადებს კახიძე.
“კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით: არავინ იცნობს, არავის გაუგია…” – სალომე სამადაშვილი
ევროპარლამენტარებმა დოკუმენტის ჩავარდნის გამო მწუხარება გამოთქვეს. მათი თქმით, ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად რჩება, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ შეთანხმება ვერ შედგა.