LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო – 2019 წლის მთავარი მოვლენები

519
BeFunky-collage (4) (1)

მსოფლიო ლიდერი ქვეყნები 2019 წელსაც გამონაკლისის სახით არ აცილებენ და ყველგან და ყველაფერში პოზიციის დათმობას არ აპირებენ. პლანეტის ორი მთავარი მოთამაშე – აშშ და რუსეთი, ერთმანეთს ხან სანქციებით აშინებენ, ხან უახლესი ტექნიკით და მათ „შეჯიბრში“ სხვა ქვეყნები ხან ძალაუნებურად, ხანაც შეგნებულად ერთვებიან. მიმდინარე წელიც აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებით დაიწყო. მართალია საკითხით დიდად არ შეშფოთებულა რუსეთი, მაგრამ ფაქტი დოკუმენტურად მაინც დაფიქსირდა.

წლის დასაწყისშივე დაიწყო საუბარი აშშ-ს პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე, რომელიც ამ დროისათვის საკმაოდ მომწიფებულია და დოკუმენტი მზად არის კონგრესმა განიხილოს. თავის მხრივ პრეზიდენტი ტრამპი წყენას არ მალავს, საკითხის სასწრაფო განხილვას ითხოვს და ამბობს, რომ აშშ-ს არ ყოლია პრეზიდენტი, რომელსაც ასე ექცეოდნენ.

 

უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. მსახიობი, რომელმაც სერიალში პრეზიდენტის როლი ითამაშა, ნამდვილ ცხოვრებაშიც მოირგო იგივე თანამდებობა. ვოლოდიმერ ზელინსკი უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. ზელინსკის სტრატეგია კონფლიქტურ მდგომარეობაში მყოფ რუსეთის ფედერაციასთან სიტუაციის მოგვარებაა. ორი პრეზიდენტის შეხვედრაც მიმდინარე წელს მოხდა „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე, სადაც შეხვედრას გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ. შეხვედრით კმაყოფილი იყო პრეზიდენტი პუტინი. უკრაინაც არ დარჩენილა ხელცარიელი. მთავარი სამიტის შედეგიდან იყო ის, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთ მაგიდასთან დიალოგის ფორმატზე შეთანხმდნენ. ყველაზე კმაყოფილი მაინც ანგელა მერკელი ჩანდა. სამიტი რამდენიმე საათი გაგრძელდა და როგორც ვიდეომასალაში ჩანს, კანცლერს ფეხსაცმელმა მოუჭირა. ღია მაგიდის ქვეშ, მერკელმა ფეხზე გაიხადა და კმაყოფილება სახეზეც დაეტყო.

ანგელა მერკელს სამიტზე დაცხა და ფეხსაცმელი გაიხადა (ვიდეო)

იაპონიის ტახტზე ახალი იმპერატორი – ნარუჰიტო ავიდა, რომელმაც გვირგვინის დადგმისას მსოფლიოს ბედნიერება და მშვიდობა უსურვა. ძველი არ გარდაცვლილა, უბრალოდ ჯანმრთელობას უჩივის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თანამდებობა ახალგაზრდა შვილს დაუთმო. იაპონიის კანონმდებლობით სიცოცხლეშივე ტახტის დათმობა არ შეიძლება, მაგრამ კონსტიტუციამ ამ შემთხვევაში იმპერატორისთვის გამონაკლისი დაუშვა. კურთხევის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა ოჯახთან ერთად.

ახალი პრეზიდენტი აირჩია ევროპარლამენტმაც. აღნიშნულ პოსტზე “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” წარმომადგენელი, იტალიერი დევიდ სასოლი აირჩიეს. სასოლის კანდიდატურას 667 დეპუტატიდან 345-მა დაუჭირა მხარი. დევიდ სასოლი პრეზიდენტად განახლებადი ვადით, 2,5 წლით არის არჩეული, რაც ახალი მოწვევის ევროპარლამენტის უფლებამოსილების ვადის ნახევარს წარმოადგენს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ კანდიდატებზე, რომლებიც ორგანიზაციაში მთავარ პოსტებს დაიკავებენ. დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი შეცვლის, საგარეო სამსახურის ხელმძღვანელობას კი, ესპანელი ხოსეპ ბორელი ჩაიბარებს.

ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ამასობაში თურქეთმა სირიაში, სასაზღვრო ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები სირიელი ქურთების წინააღმდეგ დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება ამ ოპერაციას “მშვიდობის წყაროს” უწოდებს და მის მიზნად ქურთებისგან ტერიტორიის გათავისუფლებას ასახელებს. ტერიტორიას, რომელზეც თურქეთს “უსაფრთხო ზონის” შექმნა სურს, სირიის დემოკრატიული ძალები აკონტროლებს. გაეროს ინფორმაციით, 160 ათასმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა და სამხედრო ოპერაციის გაგრძელების შემთხვევაში, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას წერილი მისწერა – „ნუ იქნები მაგარი ბიჭი, ნუ იქნები სულელი! მოგვიანებით დაგირეკავ“. მოგვიანებით კი ის იყო, რომ ერდოღანმა წერილი სანაგვეში მოისროლა. დღეის მდგომარეობით საომარი მოქმედებები დროებით შეწყვეტილია, თუმცა დროდადრო სამხედრო მოქმედებებს ადგილი მაინც აქვთ.

ერდოღანმა ტრამპის წერილი სანაგვეში მოისროლა

საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დაიწვა. ხანძრის შედეგად განადგურდა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი, რომლის ჩამონგრევის კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა. გარდა ამისა, ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს – ვარდულს და ორ მთავარ კოშკს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნოტრ-დამის აღდგენის პირობა დადო. მისი თქმით, ტაძრის რესტავრაციის შემოწირულობისთვის ანგარიში გაიხსნება. შემთხვევის გამომწვევ მიზეზად ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დასახელდა. პარიზის ღვთისმშობლოს ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წლის განმავლობაში შენდებოდა.

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების ყველაზე ძლიერი ხანძარი წელს მოხდა. ხანძრის ეპიცენტრი ბრაზილიის ჩრდილოეთი იყო, სადაც ამაზონის შტატი და ამაზონის ტყე მდებარეობს. ადგილზე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი დაკვამლიანება შტატის ფარგლებს გასცდა. ამაზონის ტყე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 3 მილიონამდე ცხოველისა და მცენარის სახეობას უყრის თავს. შესაბამისად, ის დედამიწის ბიომრავალფეროვნების 10%-ის თავშესაფარია. ასევე, ამაზონში მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრებია. გლობალური დათბობის რეგულირებისთვის ამ ტყეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო ეკოსისტემაში. მაგალითად, ამაზონის ტყე წლიურად მილიონამდე ნახშიროჟანგს შთანთქავს და ატმოსფეროში მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს. მიმდინარე წლის განმავლობაში ბრაზილიაში ცეცხლის კერების მასობრივმა აფეთქებებმა რეკორდი მოხსნა. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წლის დასაწყიდან იქ 74 000-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა. „დედამიწის ფილტვების“ ამბავს მთელი მსოფლიო განიცდიდა. ტყის მასივის აღდგენის საქველმოქმედო აქციაში მრავალმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციას არც საქართველო გამოაკლდა. ქართველი ოლიგარქის შვილმა ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის არდგენის საქმეს 1.1 მილიონი დოლარი შესწირა.

ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი დაეშვა შერემეტევოს საერთაშორისო აეროპორტში. ავარიული დაშვებისას სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში რეისს ასრულებდა. პრობლემა თვითმფრინავის ძრავას შეექმნა. ბორტზე 78 მგზავრი იმყოფებოდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე შეძლო. დაჯდომისას ლაინერი ორჯერ დაეჯახა ასაფრენ ბილიკს. შერემეტევოს აეროპორტში თვითმფრინავში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

ნახანძრალ დედამიწაზე იძირება ვენეცია. აქ დღესაც წყალდიდობაა. ქალაქი დატბორილია. ამჯერად ტალღების სიმაღლემ 1.40 მეტრს გადააჭარბა. ვენეციის ცნობილი წმინდა მარკოზის ტაძრის მოედანი წყლის ქვეშაა. ვენეციაში წყალდიდობა მიმდინარე წლის ნოემბერშიც იყო. მაშინ წყლის დონემ 1.80 მეტრს მიაღწია. გამოცხადებული იყო საგანგაშო მდგომარეობა. ვენეციაში მასშტაბური წყალდიდობა ნოემბერში მოხდა, როდესაც წყლის დონე 1.80 მეტრიან ნიშნულს გადაცდა. მსგავსი წყალდიდობა იტალიის ქალაქში ბოლო 50 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

ვენეცია ისევ დაიტბორა

2019 წელს დაიხურა ყველაზე დიდ აეროპორტად აღიარებული ათათურქის აეროპორტი სტამბოლში, თუმცა წელსვე გაიხსნა უფრო დიდი, პეკინის საერთაშორისო აეროპორტი. მეგა აეროპორტის გახსნას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 წლის იუბილეს დაამთხვიეს. 11.5 მილიარდ დოლარად შეფასებული აეროპორტის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, მშენებლობაზე 40 000 ადამიანი მუშაობდა.

მსოფლიო მედიცინამ კიდევ უფრო შორს წაიწია. ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილის მეიოს კლინიკის მკვლევარებმა შეიმუშავეს ვაქცინა, რომლის საშუალებით ძუძუს და საკვერცხის კიბოს არა მხოლოდ შეჩერება, მისი თავიდან აცილებაც იქნება შესაძლებელი. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მათი შექმნილი ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და მისი გამოყენება, სავარაუდოდ, 8 წელიწადში დაიწყება. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ვაქცინა ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ქალზე გამოსცადეს და კლინიკური გამოკვლევები აქტიურად გაგრძელდება.

მეცნიერებმა მკერდის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს

წელს აქტიური იყო ე.წ. კონგო-ებოლას ვირუსი. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ეპიდემია გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სწრაფად გავრცელდა. ებოლას ეპიდემიის ყველაზე მწვავე შემთხვევა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში 2013-დან 2016-წლამდე მოხდა, რა დროსაც 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ეპიდემიასთან ბრძოლის აქტიურ ფაზაში იყო, თუმცა ვირუსი ქვეყნის 26 პროვინციიდან 14-ში მაინც გავრცელდა.

“მის სამყარო 2019” ანუ სამყაროში ყველაზე ლამაზი ქალი სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი, 26 წლის ზოზიბინი ტუნცი გახდა. დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში, ატლანტაში გაიმართა. „მის სამყაროს“ ტიტულისთვის სულ 90 ლამაზმანი იბრძოდა. ზოზიბინი ტუნცი სამხრეთ აფრიკის ისტორიაში კონკურსის მესამე გამარჯვებულია, ის აქტიურად ებრძვის სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნის საფუძველზე მომხდარ ძალადობას.

„მის სამყარო 2019“ სამხრეთ აფრიკელი გახდა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახს კიდევ ერთი პრინცი შეემატა. მეგან მარკლიმ იმშობიარა და საყვარელ მეუღლეს ბიჭი გაუჩინა. პრინცმა ჰარიმ საზოგადოებას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ჩვილი დედოფალ ელიზაბეტ მეორის მეშვიდე შვილიშვილია.

ბიჭია, ბიჭი! – მეგან მარკლიმ იმშობიარა

დაბადების დღის ყველაზე ორიგინალური საჩუქარი წლის მსოფლიო მოვლენებში, მაინც რუსეთი პრეზიდენტის სიურპრიზი იყო, როდესაც მან საკუთარ დაბადების დღეზე ხელფასი თვითონაც და პრემიერ მედვედევსაც გაუზარდა.

 

წარმატებულ 2020 წელს გისურვებთ!

magti 5g